25 ივნისს, სოფელ გორგაძეებში, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის ეზოში სახალხო დღესასწაული - „ზურაბობა“ გაიმართა.
პოეტის ბავშვობის ეზოში ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და მისი შემოქმედების გულშემატკივრები შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ მისი მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა წაიკითხეს ზურაბ გორგილაძის ცნობილი ლექსები და მოისმინეს მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილეები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.