×

ზურაბ გორგილაძე - ჩვენი კულტურული იდენტობის მცველი.

მთავარი / სიახლეები / ზურაბ გორგილაძე - ჩვენი კულტურული იდენტობის მცველი.

ზურაბ გორგილაძე - ჩვენი კულტურული იდენტობის მცველი.

დღეს ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული სიტყვიერების დიდოსტატის, ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეს აღნიშნავს.
ქობულეთის მუზეუმი, როგორც პოეტის შემოქმედებითი და მატერიალური მემკვიდრეობის მთავარი მცველი, განსაკუთრებული მოკრძალებითა და პატივისცემით უერთდება ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.
აღსანიშნავია, რომ პოეტმა აჭარული კილოკავი ეროვნულ სალიტერატურო საგანძურად აქცია. ჩვენი მისია სწორედ ამ მემკვიდრეობის მოფრთხილება, პოპულარიზაცია და იმ შემოქმედებითი მუხტის შენარჩუნებაა, რომელიც მის თითოეულ ტაეპში ცოცხლობს.
დღევანდელი დღე ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ხელახლა გავიაზროთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
ღრმად გვწამს, რომ ზურაბ გორგილაძის სიტყვა კვლავაც დარჩება ჩვენი ერის სულიერ მეგზურად.