×

ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა

Home / News / ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა

ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა

დედაენის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ნამუშვრები გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული სახელოვნებო სივრცის - „არტ სახელოსნოსა“ და სოფელ ქობულეთის წმ. ნინოს სახელობის შემოქმედებითი სკოლა-სახელოსნოს მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები.
ნამუშევრებს შორის არის კალიგრაფიული ნიმუშები, კალიგრამები, თემატური ტექსტები და ვიზუალური კომპოზიციები, რაც ქართული ანბანის ესთეტიკურ და კულტურულ მნიშვნელობას ასახავს და ხაზს უსვამს მის უნიკალურობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
გამოფენა მუზეუმში 6 მაისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.