კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია
ქობულეთის მუზეუმში დაბა ჩაქვის “კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის” მოსწავლებს ვუმასპინძლეთ.
მათ წარმოგვიდგინეს თემატური პროგრამა და ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ისტორიულ ღვაწლზე - მეფეზე, რომელმაც სიბრძნით ქვეყნის ერთიანობა და აღმავლობა განამტკიცა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები მუზეუმში დაცულ ექსპოზიციას გაეცნენ.