ქობულეთის მუზეუმში ელინისტური პერიოდის არქეოლოგიური მასალების რესტავრაცია დაიწყო.
აღმოჩენილი მასალები ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებით თარიღდება და მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს. ისინი 2024-2025 წლებში ფიჭვნარში, ელინისტური ხანის სამაროვნის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა.
სარესტავრაციო სამუშაოები ხელს შეუწყობს უნიკალური არქეოლოგიური მასალების პირვანდელი სახის შენარჩუნებას, მათი ისტორიული მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენას და მომავალი თაობებისთვის დაცვას.
არქეოლოგიური მასალების რესტავრაცია ქობულეთის მერიის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.