×

ფიჭვნარის ანტიკურ სამაროვანზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა.

Главная / Новости / ფიჭვნარის ანტიკურ სამაროვანზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა.

ფიჭვნარის ანტიკურ სამაროვანზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა.

ფიჭვნარის ანტიკურ სამაროვანზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა. მათ შორის გამორჩეულია ორი საყურე და ოქროს საკიდი, რომლებიც ძვ. წ. IV–III საუკუნეებით თარიღდება.
ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მოადგილე ირმა აბულაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ლაშა მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი.
ელინისტური ხანის სამაროვნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სარიტუალო დანიშნულების მოედნები, რომელთა შესწავლისას გამოვლინდა მძივები, ოქროს საყურეები, ოქროს საკიდი, ასევე ამფორების, დოქების, ჯამებისა და სხვადასხვა სახის იმპორტული კერამიკის ფრაგმენტები.
ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევები აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.