×

სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ თავისი შინაარსით ორ დღეს აერთიანებს და ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 13 სექტემბერს დასრულდა.

მთავარი / სიახლეები / სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ თავისი შინაარსით ორ დღეს აერთიანებს და ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 13 სექტემბერს დასრულდა.

სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ თავისი შინაარსით ორ დღეს აერთიანებს და ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 13 სექტემბერს დასრულდა.

ღონისძიების მეორე დღემ კიდევ ერთხელ გააერთიანა ადგილობრივი მოსახლეობა, სტუმრები და ღონისძიების მონაწილეები, რომლებმაც ერთად გაიზიარეს ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციებისადმი სიყვარული და პატივისცემა.
დღე ხინოწმინდის წმინდა იოვანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში საზეიმო პარაკლისითა და შემეცნებითი ექსკურსიით დაიწყო.
მოგვიანებით სახალხო დღესასწაული საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. სპეციალური ჯილდოები - „ჭეშმარიტი ხინოწმინდელი“, „ღირსი ხინოწმინდელი“ და „მადლობის სიგელი“ გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ერთგულად ემსახურებიან ეროვნული იდენტობის დაცვასა და ქვეყნის ინტერესებს.
ხინოწმინდობის ორდღიანმა ზეიმმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა.
მადლობა თითოეულ ადამიანს - მონაწილეებს, შემსრულებლებსა და სტუმრებს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაში.