×

ქობულეთში ხინოწმინდობის სახალხო ზეიმი გაიმართა.

Главная / Новости / ქობულეთში ხინოწმინდობის სახალხო ზეიმი გაიმართა.

ქობულეთში ხინოწმინდობის სახალხო ზეიმი გაიმართა.

სოფელ ხინოწმინდაში, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა არქიმანდრიტმა ევდემოზმა აღავლინა.
ღონისძიების პირველ დღეს სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე - „პატრიარქი ილია ll და საქართველო”.
მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია ხინოწმინდის წმინდა იოვანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში.
მიმდინარე წელს ტრადიციული სახალხო დღესასწაული ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიების მეორე დღეს დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონია, სადაც ხინოწმინდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცემათ საპატიო „ხინოწმინდელებს”.
ასევე შესრულდება საგალობლები, მუსიკალური ნომრები.
„ხინოწმინდობის” აღნიშვნას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. დღესასწაული ყოველწლიურად 11 და 12 სექტემბერს, წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით აღინიშნება.