11-12 სექტემბერს, სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი ექსკურსია, სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა. ასევე ხინოწმინდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცემათ საპატიო ხინოწმინდელებს.
მიმდინარე წელს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს ეძღვნება.
„ხინოწმინდობის” აღნიშვნას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. დღესასწაული ყოველწლიურად 11 და 12 სექტემბერს, წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღინიშნება.