ექსპოზიცია

 

ქობულეთი ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, დამახასიათებელი ყოფითი ნიშნებით, ტრადიციებით, მეურნეობის განვითარებით, სამზარეულოს გამორჩეული და მხოლოდ ქობულეთური რეცეპტურით, უნიკალური ფოლკლორული მარგალიტებით ერთმნიშვნელოვნად წრმოადგენს საქართველოს ღვთიურ მრავალფეროვნებით გამორეულ დიდ ეთნოგრაფიულ ოჯახში დამოუკიდებელ ტიპს.

 უპირველესი რაც ქობულეთელი კაცის ყოფას გამოარჩევს სხვა ქართული ყოფითი მარგალიტებისგან , ეს არის გვიანფეოდალური პერიოდის  ნიშნებზე დაყრდნობით გამოკვეთილი  საცხოვრებელი სახლი და მისი  მოწყობა-მოშენება. ბუხარი აუცილებლად სამთვალი თუ ოთხთვალი სახლის ცენტრში შენდება; იმ კონფიგურაციით, რომ ყველა ოთახი უზრუნველყოფილია როგორც გათბობის სისტემით, ასევე თანამედროვე ვინტილიაციით. ასეთი ტიპის სახლები მრავლადაა შემორჩენილი თანამედროვე ქობულეთში (სოფელი აჭი, ლეღვა, ქაქუთი). როგორი შეძლების ოჯახიც არ უნდა ყოფილიყო, სასტუმრო ოთახი ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო მოწყობილი; ამასვე მიუთითებს  XVIII-XIX სს მოგზაურები თავიანთ ჩანაწერებში. 

lllllllllll 142lllllllllll 143lllllllllll 144lllllllllll 145lllllllllll 146lllllllllll 147lllllllllll 152lllllllllll 153lllllllllll 154lllllllllll 155lllllllllll 156lllllllllll 157lllllllllll 158lllllllllll 164lllllllllll 165lllllllllll 166lllllllllll 167lllllllllll 168lllllllllll 169lllllllllll 170

 
Copyright © 2019 ქობულეთის მუზეუმი. All Rights Reserved.
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.