არქეოლოგია

არქეოლოგია

ქობულეთი უძველესი საქართველოს ისტორიის ყველა პერიოდის თანადროული მემატიანეა. ადამიანის პირველი კვალი ქვის ხანაში ფიქსირდება. 9000 წლის წინ კინტრიშის ულამაზეს ხეობაში, თანამედროვე სოფელ ქობულეთის ტერიტორიაზე  საკმაოდ კომპაქტური დასახლება  ყოფილა. 

ბრინჯაოს ხანა. სანტერესო მასალებია ადრებრინჯაოს პერიოდიდან; ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რამდენიმე მნიშვნელოვანი კერაა მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი არქეოლოგიური  მასალების თვალსაზრისით. რკინის დამუშავების კოლხური საიდუმლოება თანამედროვე ეტაპზეც იწვევს მნახველთა განცვიფრებას. კარგად არის პარალელურად თიხის დამუშავების ტექნოლოგია განვითარებული.საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული მასალების ფრაგმენტებს არ შეიძლება აღტაცებაშია არ მოვყავდეთ.

ანტიკური ხანა. კაცობრიობის განვითარების ეს საინტერესო პერიოდი ჩვენში აღმოჩენილი მასალებით მეტყველებენ რომ კოლხეთში დიდი სავაჭრო-სამრეწველო ცხოვრებაა გაჩაღებული. განვითარებულია სხვადასხვა სამეურნეო დარგები; საყოფაცხოვრებო ჭურლი დამშვენებულია საინტერესო ორნამენტებით; თიხის პირამიდული საწაფები მეტყველებენ, რომ კარგად უწყიან როგორც, თევზჭერისა და რეწვის კულტურა, ასევე საფეიქრო მეურნეობები; შემკულობა სხვადასხვა სამკაულები განსაკუთრებულ ადგილს იჭერენ კოლხთა ცხოვრებაში.

ფიჭვნარი ძვ.აღ. V-IV სს კოლხური და ბერძნული სამაროვნები. შავიზღვისპირეთში  ფიჭვნარია ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ზონა,  სადაც ასეულობით ჰექტარზეა გადაჭიმული უნიკალური კულტურული ფენები, რომელთა სრულყოფილი შესწავლაც (სამწუხაროდ განადგურებას კარგად ახერხებენ) თანამედროვე ეტაპამდე არ არის  მიღწეული. .  ბერძნული შავლაქიანი ჭურჭლის კვალდაკვალ გვხვდება გამორჩეული დიზაინისა და ტექნოლოგიით დამზადებული ფიჭვნარული ჭურჭელი; გვხვდბა ასევე ბერძნული წარმოების კოლხური სუროს ორნამენტებით შემკული საინტერესო ნიმუშები; განასაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მინის ამფორისკები.

ელინისტური ხანა. მნიშვნელოვანია ელინისტური ხანის კვალი; ცნობილი სინოპას მონეტების კვალდაკვალ ჩნდება  მეტად დახვეწილი მონეტისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნებით  ვერცხლისგან დამზადებული  კოლხური თეთრები. ელინისტური პეროდის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელი მაღალი ესთეთიკური გემოვნების ნიმუშებით გვხვდება; განცვიფრებას იწვევს სამკაულები; გამოკვეთილი საინტერესო ფერთა მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები, საყურები და სხვ.

რომაული პერიოდი მდიდარი მასალებითაა წარმოდგენილი; საინტერესო ამფორების კვალდაკვალ გვხვდება წითელაქიანი ჭურჭლი რომელიც უიშვიათეს აღმოჩენათა რიცხვს განეკუთვნება.

DSCN1328DSCN1353DSCN1354DSCN1355DSCN1356DSCN1358DSCN1359lllllllllll 223

 
Copyright © 2019 ქობულეთის მუზეუმი. All Rights Reserved.
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.