ღონისძიებები

 

     2013 წლის 30 მაისი. ქობულეთის მუზეუმი. ჯემალ ქათამაძის 80 წლის უბილის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დასკვნითი საღამო გაიმართა ქობულეთის მუზეუმის კონო–დოკუმენტალისტიკის დარბაზში

444

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    2013 წელი , 30 მაისი, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ ქათამაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი საღამოს წინ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, პოეტის მეგობრებმა, ნათესავაბმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს პოეტის საფლავი

2313214

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისი 1801 წ. დაკარგული თავისუფლება , 117 წლის შემდეგ, ქართველმა ერმა შესძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მიუხედავად მოკლე პერიოდისა 1918–1921 წწ, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მოახერხა უმნიშვნელოვანესი საშინაო და საგარეო წარმატრებული ნაბიჯების გადადგმა

La-vecchia-bandiera-georgiana gallery_dim_orig

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქობულეთის მუზეუმი 2013 წელი. 25 მაისი. სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან მუზეუმის შესახებ სტატია თურქეთის ერთ–ერთ პოპულარულ გამოცემაში დაიბეჭდა სტუმრები ხელდამშვენებული ეწვივნენ მუზეუმს; მათ უძველესი ტრადიციებით დამზადებული ხალიჩები გადმოგვცეს საჩუქრად.

dwadwadads

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

erert

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ქობულეთის მუზეუმი 2013 წელი. 24 მაისი. უკრაინელი სტუმრები მუზეუმში

54325312

 

 

 

 

 

 

 

 

 

                            2013 წელი 18 მაისი. მუზეუმების საერთაშორისო დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქე და ჩვენ, ქობულეთის მუზეუმის წარმომადგენლები ამაყად ვხვდებით მუზეუმების საერთაშორისო დღეს 2013 წელი 18 მაისი ახალი არქეოლოგიური მასალების გამოფენა ჩვენი თანამემამულეების "თვითნებური საჩუქარი", სამშენებლო ქვიშის მოპოვების მიზნით, ფიჭვნარის კულტურული ფენების რღვევისას შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალების გამოფენა

864

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                   2013 წლის 16 მაისი. ქობულეთის მუზეუმი. ფიჭვნარის კულტურულ ფენებში შემთხვევითი წესით აღმოჩენილმა უნიკალურმა არქეოლოგიურმა ნიმუშებმა ბინა ქობულეთის მუზეუმში დაიდო კომპეტენტური სპეციალისტებისა და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირება გადაარჩენს უნიკალურ საგანძურს, რომელიც ამ დრომდე სამშენებლო მასალების "მომპოვებლების" მიერ უმოწყალოდ ნადგურდება.

 fooolp

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წელი, 26 აპრილი
ქალაქი ბათუმი
ბათუმის ხელოვნების ცენტრი

ხელოვნების ზეიმი აჭარის დედაქალაქში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის , არაკომერციული (არასამეწარმეო) იურირიული პირი ანსამბლი "მხედრული" განახლებული რეპერტუარით წარსდგა მაყურებელის წინაშე

 gesfe

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    „დედაბრული“ ხელნაწერი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმში დედაბრული ანბანით შესრულებული ხელნაწერის, ლოცვებისა და შელოცვების კრებულის დოკუმენტური სლაიდის ჩვენება გაიმართა. მუზეუმში დაცული ექსპონატის გაშიფრვაზე ერთდროულად რამდენიმე მკვლევარი მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ზურაბ ბაუჟაძემ ტექსტის წაკითხვა დაასრულა. მისი წინასწარი ვარაუდით, კინტრიშის ხეობის ერთ-ერთ სოფელში აღმოჩენილი "დედაბრული ანბანით" შესრულებული ეს ხელნაწერი XIX საუკუნის პირველ ნახევარშია შექმნილი და ანალოგიურ ხელნაწერებს შორის ყველაზე დიდია. ზურაბ ბაუჟაძის თქმით ხელნაწერი ლოცვებისა და შელოცვების კრებულს წარმოადგენს.

76543

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 მუზეუმის სტუმრები ქობულეთის მუზეუმს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 135 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბატონი გია თავამაიშვილი სტუმრობდა ბატონმა გია თავამაიშვილმა მუზეუმს წიგნები გადმოსცა საჩუქრად.

qweq

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
Copyright © 2019 ქობულეთის მუზეუმი. All Rights Reserved.
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.