გამოფენები


ქობულეთში  ისპანის ტორფნარში რელიქტური  ტყის ნარჩენები  XX ს. 60–იანი წ.წ ახალგაზრდა ქობულეთელი კაცის ინტერესის საგანი ხდება. სალვადორ დალით აღფრთოვანებული  ვაჟა ვერულიძე  სიურეალიზმის უცილობელი წარმომადგენელი ხდება.

 დიდი ლადო გუდიაშვილი  ვერ მალავს აღფრთოვანებას  ათასწლეულობით ჭაობში ნამარხი  თვითნაბადი  ქანდაკებების  მიმართ.  ბატონ ვაჟას  მართებულად უხსნის  ბატონი ლადო რომ ერი ამ განსაკუთრებული  ხელოვნების მიმართულების  გასაგებად  ჯერ მზად არ არისო. მას შემდეგ  ათწლეულები გავიდა; ბატონი ვაჟა ვერულიძე დამოუკიდებელი საქართველოს  მოქალაქეა, მისი ნამუშევრები (აღმოჩენები) კი ამშვენებენ მსოფლიო გალერეებს. 2013 წლის მაისის თვეში ქობულეთის მუნიციპალიტეტის  დახმარებით  თორმეტი  საუკეთესო  ქანდაკება  ავტორის თანხმობით ქობულეთის მუზეუმის  საკუთრება გახდა.

A 1A 2A 3A 4A 5A 6A 7A 8A 9A 10A 11A 12

 
Copyright © 2019 ქობულეთის მუზეუმი. All Rights Reserved.
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.