ქობულეთის მუზეუმი  და ტურისტული მარშრუტები


ქობულეთი  თავისი უჩვეულოდ გამორჩეული ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობით ხელმისაწვდომია  მდიდარი გემოვნების  დასვენება-გართობისა და  კულტურულ-შემეცნებითი ტურების მომწყობთათვის
ქობულეთის მუზეუმმა ექსკლუზიურად დაამუშავა მუნიციპალიტეტის ოთხი ტურისტულ-გეოგრაფიული მიმართულება
კინტრიშისა და ჩაქვისწყალის საინტერესო ლეგენდებითა და ტრადიციებით გამორჩეული  სტუმართმოყვარე  ოჯახებთან თანამშრომლობით  2012 წლიდან  უსასყიდლოდ ვუწევთ კონსულტაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთიდან ჩამობრძანებულ ვიზიტორებს კულტურულ-შემეცნებითი ტურების დაგეგმვა-მოწყობაში.

1. მდ.ჩოლოქისა და მდ.აჭყვას ხეობების მიმართულება:

ისტორიული სოფლები, უამრავი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები, ერთ ათეულამდე ქრისტიანული ტაძარი, ალამბრისა და აჭყვისთავის ციხეები, ოჯახური ტიპის სასტმროები, კაფე-რესტორნები ადგილობრივ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე მომუშავე, შესანიშნავი ჰავა და ბუნება, უჩვეულო სამყარო იშლება  ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილში.

2. მდინარე კინტრიშის მიმართულება:

ისტორიული სოფლები, უამრავი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები, ერთ ათეულამდე ქრისტიანული ტაძარი, ხუცუბნის მეჩეთი, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების ბრძოლებში დაღუპულ მებრძოთა მემორიალი;  შუასაუკუნეების თაღოვანი ხიდები; განსაცვიფრებელი საკალახე მეურნეობა, წყალუხვი მდინარე კინტრიშის საბანაო ტბები,, ოჯახური ტიპის სასტმროები, კაფე-რესტორნები ადგილობრივ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე მომუშავე, შესანიშნავი ჰავა და ბუნება ღვთიური მშვენიერებით შემკული კინტრიშის დაცული  ტერიტორიები წარუშლელ  შტაბეჭდილებებს მოახდენს მნახველზე.

3. მდ.კინკიშასა და მდ.დეხვას ხეობების მიმარულება:

ისტორიული სოფლები, უამრავი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები, ერთ ათეულზე მეტი  ქრისტიანული ტაძარი,ეს მიმართულება განსაკუთრებით დააინტერესებს პილიგრიმებს; მეტად მცირე, ლოკალურ რაიონში ორ ათეულამდე წმინდა სალოცავია. მნახველები განცვიფრებაში მოჰყავს ორსაუკუნოვანი საუცხოო  ქართული ხითხუროს  ლაზური ორნამენტებით შემკობილ კვირიკეს მეჩეთს,  პეტრა-ციხისძირი როგორც მდებარეობით, ასევე  ისტორიულად გავრცელებული მისტიკური ლეგენდით  ქაჯთა ციხის შესახებ, საიდუმლოებების მოყვარულებს ახალ თავგადასავლებს უმზადებს. ოჯახური ტიპის სასტმროები, კაფე-რესტორნები ადგილობრივ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე მომუშავე, შესანიშნავი ჰავა და ბუნება -საოცარი დანებისთვის  ყველა პირობას ქმნის.

4. მდინარე ჩაქვისწყლის მიმართულება:

 

- ისტორიული სოფლები, უამრავი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები, ერთ ათეულამდე ქრისტიანული ტაძარი, გორაძეებისა და ხალას  მეტად საინტერესო არქიტექტურის მეჩეთები,   შუასაუკუნეების თაღოვანი ხიდების ნაშთები; განსაცვიფრებელი საკალახე მეურნეობები, წყალუხვი მდინარე ჩაქვისწყალი,, ოჯახური ტიპის სასტმროები, კაფე-რესტორნები ადგილობრივ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე მომუშავე, შესანიშნავი ჰავა და ბუნება ღვთიური მშვენიერებით შემკული  მტირალას ეროვნული პარკი  წარუშლელ  შტაბეჭდილებებს მოახდენს მნახველზე.




 

 

 

 



 
Copyright © 2019 ქობულეთის მუზეუმი. All Rights Reserved.
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.